07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
უკრაინამ შესაძლოა რუსთთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს

მომდევნო კვირას უკრაინის რადამ შესაძლოა კენჭი უყაროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას. როგორც გამოცემა რბკ უკრაინა იუწყება, ამის შესახებ ფრაქციებში პეტრო პოროშენკოს ბლოკსა და სამოქალაქო ფრონტში განაცხადეს.

გამოცემის ინფორმაციით, ფრაქციები ჯერ კიდევ მიმდინარე კვირას აპირებდნენ ხმების გადამოწმებას, რათა გაერკვიათ, რამდენად რეალურია კენჭისყრის გამართვა. თუ ხმები საკმარისი აღმოჩნდა, საკითხს მომდევნო კვირას კენჭისყრაზე გაიტანენ.

ამ ეტაპისთვის ხმების გადამოწმების შედეგები ცნობილი არ არის, რის გამოც ჯერ უცნობია, რამდენად მაღალია კენჭისყრის გამართვის ალბათობა.

მანამდე კი, პეტრო მოროშენკომ გერმანიის კანცელრთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ მინსკის მოლაპარაკებები არ შესრულდება, მაშინ დიდი ალბათობით, ევროკავშირის სანქციები გაგრძელდება. 

 

 

დღის ამბები