07 ოქტომბერი 2024,   02:44
ვრცლად
მანჩესტერის ტერაქტი - ბრიტანეთი დილიდან სამძიმარს იღებს

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ბრიტანეთის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე იკრიბებიან. შეხვედრას ქვეყნის პრემიერი ტერეზა მეი გაუძღვება.

გამოძიებისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, რომელმაც ხელნაკეთი ბომბი მანჩესტერის სტადიონთან აამოქმედა. აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც, 5 მოზარდი ამ დრომდე იძებნება.

აფეთქება კონცერტის დასრულებისთანავე მოხდა. მსმენელები იმ დროს უკვე სტადიონს ტოვებდნენ. გაირკვა, რომ უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული არ იყო. კონცერტზე მყოფი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ჩანთები შესასვლელში არავის შეუმოწმებია.

არიანა გრანდე აფეთქების შედეგად არ დაშავდა. მოგვიანებით მან twitter-ზე დაწერა, რომ თავდასხმის გამო განადგურებულია.

ბრიტანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმა. ტერაქტი დაგმეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, გერმანიის კანცლერმა და ევროკავშირის ლიდერებმა. მომხდარს ბეთლებში ვიზიტისას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი

ტერაქტის გამო პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანიები შეწყვიტეს. ქვეყნის პრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მანჩესტერში გამგზავრებას გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები