07 ოქტომბერი 2024,   02:47
ვრცლად
ვაშინგტონი მზად არის ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლი შეასრულოს

ვაშინგტონი მზად არის ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლი შეასრულოს. განცხადება დონალდ ტრამპმა ბეთლებში, მაჰუმდ აბასთან შეხვედრისას გააკეთა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდო პროცესის გაგრძელება, მნიშვნელოვანი საწყისია მთელს ახლო-აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. დონალდ ტრამპმა მუსლიმურ სამყაროსაც მიმართა და ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად, საერთაშორისო გაერთიანებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ბეთლემიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისევ იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც ჰოლოკოსტის მუზეუმი მოინახულა. ისრაელის პრემიერთან შეხვედრაზე მან დიდი დრო ირანის საკითხის განხილვას დაეთმო. დონალდ ტრამპმა მოუწოდა თეირანს, უარი თქვას ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსებაზე.

დღის ამბები