07 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
ჰასან როუჰანის პასუხი დონალდ ტრამპის კრიტიკაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას ჰასან როუჰანიმ პრესკონფერენციაზე უპასუხა, რომელიც მან ირანის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ გამართა. როუჰანის თქმით, ვაშინგტონი ვერ აცნობიერებს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ტერორიზმის პრობლემას მხოლოდ ერაყი, სირია და ლიბანში მოქმედი ჰესბოლა ებრძვის და სწორედ ამიტომ უწევს ირანი მათ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას.

როუჰანიმ იარაღის შესახებ მრავალმილიონიანი გარიგებაც გააკრიტიკა, რომელიც დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში გააფორმა. მისი თქმით, ეს პოლიტიკური შოუა და ტერორიზმის დამარცხებას ხელს ვერ შეუწყობს.

ჰასან როუჰანიმ ისიც აღნიშნა, რომ თეირანი ბალისტიკურ ცდებს მომავალშიც გააგრძელებს. მისი თქმით, ირანის სარაკეტო პროგრამა თავდაცვით მიზნებს ემსახურება და ტექნიკური ცდები პერმანენტურად შედგება.

დღის ამბები