07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
დრონებზე მონადირე პოლიციელი არწივი ხვალ ნატოს სამიტზე საჰაერო უსაფრთხოებას დაიცავს

ბრიუსელში ნატოს სამიტის დროს, უსაფრთხოების დაცვაში ჰოლანდიელი არწივიც ჩაერთვება, ამის შესახებ Dutch News წერს.

სპეციალურად გაწვრთნილი ფრინველი ნატოს სამიტის მიმდინარეობის დროს, ახალი შტაბ ბინის საჰაერო სივრცეს გააკონტროლებს, რათა არაავტორიზებულმა დრონებმა ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლონ.

„დრონებზე მონადირე“ არწივი, მსგავსი ტიპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალურად გაწვრთნეს.

ხვალ ნატოს სამიტს 29 ქვეყნის ლიდერი დაესწრება, მათ შორის არიან აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომლებიც სამიტს პირველად ესწრებიან.

ბრიუსელში უსაფრთხოების უკიდურესი ზომებია მიღებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები