07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი ტერორისტული ქსელის წევრი იყო - პოლიცია

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი თვითმკვლელი ტერორისტი, ტერორისტული ქსელის წევრი იყო - ამის შესახებ განცხადებას პოლიცია აკეთებს. სამართალდამცველები ამჟამად სწორედ ამ ქსელის გამოაშკარავებით არიან დაკავებული.

უკანასკნელი რეიდების შედეგად მათ მომხდართან სავარაუდო კავშირში მყოფი 7 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, ამოღებულია ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლოა შემდეგი ტერაქტი მზადდებოდა.

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტს 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულებიდან 20-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღის ამბები