07 ოქტომბერი 2024,   02:50
ვრცლად
მანჩესტერის სტადიონზე მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით უკვე 10 ადამიანია დაკავებული

მანჩესტერის სტადიონზე მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით უკვე 10 ადამიანია დაკავებული. ორი მათგანი, თავდამსხმელის მამა და ძმა, სამართალდამცველებმა ლიბიაში დააკავეს. აბედის მამა იმ დროს აიყვანეს, როდესაც REUTERS-ის ჟურნალისტი მასთან ინტერვიუს წერდა. ის აცხადებს, რომ ტერაქტი მისმა შვილმა არ მოაწყო.

დანარჩენი 8 ეჭვმიტანილი მანჩესტერში აიყვანეს. პარალელურად The New York Times-მა სპეცსამსახურის ოპერატიული ფოტო მასალა გაავრცელა, რომელიც ტერაქტის შემდეგაა გადაღებული. სურათებზე ასახულია ბომბის ნაწილები.

დაზვერვის მასალების მედიაში გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთი შეშფოთებას გამოთქვამს. ამ საკითხზე ბრიტანეთის პრეტენზიას ტერეზა მეი ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპს გააცნობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები