07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
"ბოლო ხანებში ვხედავთ რუსეთს, რომელიც უფრო აგრესიულია" - იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში ნატოს სამიტი დასრულდა. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე საერთშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ალიანსის ბიუჯეტზე ისაუბრეს. სწორედ თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით გააკრიტიკა შეერთბული შტატების პრეზიდეტმა ზოგიერთი წევრი ქვეყანა.

ტრამპის განცხადებით, მათ ეს ხარჯები უნდა გაზარდონ. მას გენერალური მდივანიც ეთახმება. სტოლტენბერგმა ამის შესახებ შეხვედრის შემაჯამებელ ბრიფინგზეც ისაუბრა.

სტოლტემბერგის განცხდებით, ლიდერებმა შეხვედრაზე რუსეთზეც ისაუბრეს და თავდაცვის ხარჯების გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის აგრესიული ქმედებები დაასახელეს. ამ კონტექსტში კი გენერალურმა მდივანმა 2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომი და ყირიმის ანექსიაც გაიხსენა.

"ბოლო ხანებში ვხედავთ რუსეთს, რომელიც უფრო აგრესიულია, მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების დასაშინებლად. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში. ასევე თვალს ვადევნებთ მას მოლდოვასა და უკრაინაში, ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის პროცესის გაგრძელებით. ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან მილიტარიზაციას რუსეთში და გვესმის რიტორიკა, რომელიც უფრო მკვეთრია, ვიდრე მანამდე. ნატო პასუხობს ამ ყველაფერს, თუმცა, საკმაოდ დაბალანსებულად, რადგან არ გვინდა კონფრონტაცია და ახალი ცივი ომი. თუმცა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ არსებობს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო მზად არის დაიცვას თავისი ყველა მოკავშირე. სწორედ ამიტომ ვაგზავნით ჯგუფებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები