07 ოქტომბერი 2024,   02:39
ვრცლად
მომღერალი კრის კორნელი ჰოლივუდის სასაფლაოზე დაკრძალეს

ლოს ანჯელესში კრის კორნელს გამოემშვიდობნენ. მომღერალი ჰოლივუდის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ცერემონიალს კორნელის ოჯახის წევრებთან ერთად, ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ბრედ პიტი და კრისტიან ბეილი დაესწრნენ.

52 წლის კრის კორნელი გარდაცვლილი გასულ კვირას დეტროიტის სასტუმროში კონცერტის გამართვიდან რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. მუსიკოსი მედიასთან ღიად საუბრობდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე მის დამოკიდებულებასა და დეპრესიის პერიოდებზე.

დღის ამბები