07 ოქტომბერი 2024,   02:45
ვრცლად
საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავი, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნა. გაიმართა საზეიმო მიღებები და გამოფენები.

დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე, საქართველოს და ლიტვის გიგანტური დროშები გამოფინეს.

თელავივის მუნიციპალიტეტის შენობა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს დროშების ფერებში განათდა. ქალაქ რიგის საკრებულოს შენობის ფასადი განათდა საქართველოს დროშის ფერებში. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ტალინში, ვირუს მოედანზე, მდებარე საელჩოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ანკარაში კი დროშის ფერებით ანკარის ტყუპი ცათამბჯენი განათდა.

დღის ამბები