07 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
რუსეთის ავიაციამ სირიაში ISIS-ის მებრძოლების კოლონა დაბომბა

რუსეთის ავიაციამ სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების კოლონა დაბომბა.

თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს, რომ თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს კოლონაზე, რომელიც ქალაქ რაქადან პალმირის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

სერგეი შოიგუს უწყების მტკიცებით, შეტევის შედეგად ისლამური სახელმწიფოს 120 მებრძოლი დაიღუპა და 32 ავტომობილი განადგურდა.

გავრცელებული ცნობით, რადიკალმა ისლამისტებმა რაქას დატოვება მას შემდეგ დააპირეს, რაც უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ქურთ მებრძოლებთან შეთანხმებას მიაღწიეს. 

დღის ამბები