07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ტერაქტი მანჩესტერში - სამართალდამცველებმა კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს

 

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე დაწიეს. მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებით კი ბრიტანელმა სამართალდამცველებმა კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. 20 და 22 წლის მამაკაცები მანჩესტერის ჩრდილოეთ რაიონში დღეს დილით ჩატარებული რეიდის დროს აიყვანეს.

ამ დროისთვის პატიმრობაში 13 დაკავებულიდან 11 რჩება, 2 ეჭვმიტანილი პოლიციამ ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ თვითმკვლელი ტერორისტი სალმან აბედი აფეთქების მოწყობამდე 15 წუთით ადრე ტელეფონით ესაუბრა ლიბიაში თავის უმცროს ძმას, რომელმაც დაკითხვის დროს განაცხადა, რომ თავდასხმის კონკრეტული დრო და ადგილი არ იცოდა.

2005 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ბრიტანეთში არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა. დაღუპული 22 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად მომღერალი მანჩესტერში დაბრუნებას და საქველმოქმედო კონცერტის გამართვას აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები