07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
ფხენიანმა მორიგი სარაკეტო ცდა ჩაატარა

ფხენიანმა მორიგი სარაკეტო ცდა ჩაატარა. ჩრდილო კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურობამ ახალი მართვადი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა გამოსცადა. საუბარია ბალისტიკური რაკეტაზე, რომელიც მიზანს საშუალო მანძილზე ანადგურებს.

პროცესს კიმ ჩენ ინი პირადად ადევნებდა თვალს. ფხენიანის სარაკეტო და ბირთვული პროგრამის შესაკავებლად ვაშინგტონმა კორეის სანაპიროსთან მესამე ავიამზიდი გაგზავნა.

დიდი შვიდეულის სამიტზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კორეის პრობლემა აუცილებლად მოგვარდება, თუმცა რა მეთოდებს მიმართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები