07 ოქტომბერი 2024,   02:44
ვრცლად
ეგვიპტის საჰაერო ძალებმა ლიბიაში ტერორისტების პოზიციები დაბომბეს

ეგვიპტის საჰაერო ძალებმა ლიბიაში ტერორისტების პოზიციები დაბომბეს. სამხედრო ოპერაცია ლიბიის საჰაერო ძალებთან ერთად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტერორისტები მინიას პროვინციაში კოპტ ქრისტიანებს დაესხნენ თავს და 29 ადამიანი მოკლეს. კაიროში აცხადებენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ავიაციამ ლიბიის ქალაქ დერნას რაიონში რამდენიმე წერტილოვანი დარტყმა განახორციელა და ტერორისტების საწვრთნელი ბანაკები დაბომბა.

კონკრეტულად რომელ დაჯგუფებაზეა საუბარი ეგვიპტის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. სამხედრო ოპერაციის დეტალებით ვაშინგტონი დაინტერესდა. რექს ტილერსონთან სატელეფონო საუბარში, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ოპერაცია თავდაცვით ხასიათს ატარებდა.

დღის ამბები