07 ოქტომბერი 2024,   02:40
ვრცლად
რუსეთი საფრანგეთს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოსახსნელად

რუსეთი საფრანგეთს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოსახსნელად, რადგან უკრაინის კრიზისზე ეს დადებითად ვერ აისახება. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სირიის კრიზისსა და ტერორისზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც ისაუბრეს. ბრიფინგზე ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არცერთი ქვეყნის არჩევნებში არ ჩარეულა და ამაზე სასაუბროც არაფერია.

შეერთებული შტატების შემდეგ, მოსკოვის ჩარევის შესახებ საუბარი საფრანგეთის არჩევნების დროსაც დაიწყო, როცა მაკრონის საწინააღმდეგოდ ჰაკერულ თავდასხმებში რუსული კვალი გამოიკვეთა.

დღის ამბები