07 ოქტომბერი 2024,   02:45
ვრცლად
მოლდოვამ 5 რუსი დიპლომატი გამოაძევა

მოლდოვამ 5 რუსი დიპლომატი გამოაძევა. რუსეთის საელჩოს 5 თანამშრომელს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათიანი ვადა მისცეს. გავრცელებული ცნობით, პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ პირებს შორის რუსეთის სამხედრო ატაშეს თანაშემწეა, რომელსაც მოლდოვის სპეცსამსახური ყოფილი დეპუტატის გადაბირებასა და მისგან საიდუმლო ინფორმაციის მიღებაში ადანაშაულებს.

რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი, რომელმაც საგარეო უწყება მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და მომხდარს პროვოკაცია უწოდა.

დღის ამბები