07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
პუტინმა მაკრონთან ერთად ვერსალში პეტრე პირველისადმი მიღძვნილი გამოფენა დაათვალიერა

დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან ერთად ვერსალში პეტრე პირველისადმი მიღძვნილი გამოფენა დაათვალიერა. ექსპოზიცია პეტრე პირველის საფრანგეთში პირველი ვიზიტის 300 წლის იუბილეს აღსაღნიშნავად მოეწყო.

ისტორიული წყაროებით, სწორედ 1717 წელს შემდგარი რუსი მეფის ვიზიტი გახდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი. გუშინ კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერს შორის პირველი პირისპირ მოლაპარაკება შედგა.

ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინისა და სირიის კრიზისებზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე ილაპარაკეს.

დღის ამბები