07 ოქტომბერი 2024,   02:39
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი გაცილებით უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ISIS - ჯონ მაკკეინი

ვლადიმერ პუტინი გაცილებით უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ISIS - ეს განცხადება ჯონ მაკკეინმა ავსტრალიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, ისლამური სახელმწიფო საშინელებებს სჩადის, მაგრამ რუსეთი ცდილობს გაანადგუროს დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულება.

ამერიკელი სენატორის თქმით, ფუნდამენტური ღირებულებების განადგურების მაგალითი კი, ამერიკის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა გახდა. სენატორი მაკკეინი აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო, ვაშინგტონს ვლადიმერ პუტინისთვის პასუხი ამ დრომდე არ გაუცია და ფიქრობს, რომ შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს.

ჯონ მაკკეინი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსეთი თანამედროვეობის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

დღის ამბები