07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
მაშველებმა ესპანეთის სანაპიროსთან არალეგალი მიგრანტები გადაარჩინეს

მაშველებმა ესპანეთის სანაპიროსთან არალეგალი მიგრანტები გადაარჩინეს. 40-მდე ადამიანი ევროპაში მოხვედრას რეზინის ნავით ცდილობდა, თუმცა ღია ზღვაში მათ ნავს ცეცხლი მოედო.

დაზარალებულები სანაპირო დაცვის სამსახურმა შენიშნა, რის შემდეგაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

ადგილზე ავიაციაც გამოიძახეს. მაშველებმა ყველა მგზავრის გადარჩენა შეძლეს. ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დევნილები აღმოჩნდნენ.

დღის ამბები