07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
მარჯანიშვილის თეატრში სოფიკო ჭიაურელის 80 წლის იუბილე აღნიშნეს

მარჯანიშვილის თეატრში სოფიკო ჭიაურელის 80 წლის იუბილე აღნიშნეს. სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგა სპექტაკლი, ასევე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები იმ ფილმებიდან, სადაც სოფიკო ჭიაურელი მონაწილეობდა.

ღონისძიებას მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

„ამ თეატრში ამდენი წლები ის სიხარულს ჰგვრიდა მაყურებელს. არა მარტო თეატრში, არამედ კინოშიც. სამ დღეში არცერთი ბილეთი აღარ იყო. სოფიკომ თავის შემოქმედებით, თავის თვისებებით, სიყვარული დაიმსახურა ქართველი ხალხის,“ - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

დღის ამბები