07 ოქტომბერი 2024,   02:44
ვრცლად
მორიგი აფეთქება ერაყში - დაიღუპა 11 და დაიჭრა 35 ადამიანი

ერაყში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკვე მეორე აფეთქება მოხდა. დილით დანაღმული მანქანა ბაღდადის ცენტრალურ რაიონში, სამთავრობო შენობასთან აფეთქდა. დაიღუპა 11 და დაიჭრა 35 ადამიანი.

გუშინ საღამოს კი, თვითმკვლელმა ტერორისტმა ხალხმრავალ სანაყინესთან აიფეთქა თავი და 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დილას მომხდარი აფეთქების ორგანიზატორთა ვინაობა კი, უცნობია.

დღის ამბები