07 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
ქაბულში დიპლომატიურ უბანში აფეთქებას 80 ადამიანი ემსხვერლა

მორიგი ძლიერი აფეთქება მოხდა დღეს დილით ქაბულის დიპლომატიურ უბანში. დანაღმული მანქანა გერმანიის საელჩოსთან ახლოს აფეთქდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 80 ადამიანი, 350-მდე დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა დაღუპულთა და დაშავებულთა შორის გერმანიის საელჩოს ან სხვა დიპლომატიური უწყების თანამშრომლები.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ასი მეტრის რადიუსში შენობები დაზიანდა, განადგურდა 50-მდე მანქანა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ძალოვანები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა თალიბების მოწყობილია.

ამავე თემაზე
დღის ამბები