07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
აშშ-ის კონგრესი გენერალურ პროკურორისა და რუსეთის ელჩის შეხვედრების დეტალებს სწავლობს

შეერთებული შტატების კონგრესი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გენერალურ პროკურორსა და რუსეთის ელჩს შორის შეხვედრების დეტალებს სწავლობს. რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს და მის პირად ადვოკატს კონგრესში ჩვენების მისაცემად ოფიცალური უწყება უკვე გაეგზავნათ.

პარალელურად, FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი მზადაა სენატში საჯარო ჩვენება მისცეს და დაადასტუროს, რომ დონალდ ტრამპი მას რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების შეწყვეტას სთხოვდა.

დღის ამბები