07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
აშშ სავარაუდოდ პარიზის შეთანხმებას დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს, ტოვებს თუ არა შეერთებული შტატები პარიზის შეთანხმებას, რომელიც მონაწილე ქვეყნებს ბუნების დაცვას, კერძოდ კი მავნე გამონაბოლქვების შემცირებას ავალდებულებს.

გავრცელებული ცნობით, თეთრ სახლში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სავარაუდოდ, შეერთებული შტატები შეთანხმებიდან გავა.

ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი უფრო გაართულებს ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარიზის შეთანხმების შესრულება ყველა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა.

დღის ამბები