07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
NASA-ს ისტორიული ექსპედიცია - კოსმოსში ზონდს გაუშვებენ, რომელიც მზეს 7 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება

NASA ისტორიული ექსპედიციისთვის ემზადება. მომავალ წელს კოსმოსში ზონდს გაუშვებენ, რომელიც მზეს 7 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება და მის ატმოსფეროს დააკვირდება.  აპარატი უპრეცედენტო დაშვებებს განახორციელებს და დედამიწაზე მონაცემებს გამოაგზავნის.

მისიის წარმატებით შესასრულებლად ზონდმა 1371 გრადუსს, ძლიერ რადიაციას და ზებგერითი ნაწილაკებისგან დაზიანებასაც უნდა გაუძლოს. ახალი ექსპედიცია NASA-მ 2014 წელს დაამტკიცა და აპარატს ცნობილი მეცნიერის იუჯინ პარკერის სახელი დაარქვეს.

დღის ამბები