07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
რეგიონის ფაქტობრივი ოკუპაცია საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს - კახა იმნაძე

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის კენჭისყრამდე გაეროში საქართველოს ელჩმა, კახა იმნაძემ კოლეგებს სიტყვით მიმართა და რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

უკრაინის, ლიტვის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა პროექტს, სიტყვით გამოსვლის დროს, საჯაროდაც დაუჭირეს მხარი.

მათი განცხადებით, რეზოლუცია ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება და მისი პოლიტიკურ საკითხებთან გაერთიანება დაუშვებელია.

„ვითარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დღითიდღე უარესდება მავთულხლართების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცების და უკანონო დაკავებები ფაქტების გამო. მოსახლეობა გადაადგილების თავისუფლებით ვერ სარგებლობს.

"რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული ე.წ. თანამშრომლობის შეთანხმება და ერთობლივი სამხედრო ფორმირების შექმნა, საქართველოს რეგიონის ფაქტობრივი ოკუპაციის პოლიტიკის დამადასტურებელი ნიშანია, რაც საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს,“ - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძემ.

დოკუმენტის მიღების წინააღმდეგ იყო ტრადიციულად რუსეთის ფედერაციის ელჩი. მისი განცხადებით, რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტურობა.

 

დღის ამბები