07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმებას დატოვებს

დონალდ ტრამპა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმებას დატოვებს. მისი თქმით, შეთანხმების პირობების შესრულება შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკურად წამგებიანია.

მან მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოოს და უკეთესი პირობების შეთავაზების შემთხვევაში, საერთაშორისო შეთანხმებას კვლავ დაუჭიროს მხარი.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ შეთანხმების წევრი ქვეყნის ლიდერები და ამ ნაბიჯს სამწუხარო უწოდეს.

დღის ამბები