17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაში სიცხადე იყოს" - უილიამ ლაჰიუ

ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის რისკებზე, და ამ რისკებთან საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისობაზე მსჯელობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დისკუსიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად, ასევე მონაწილეობს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი.

“არსებული სახით ცვლილებების განხორციელება შეასუსტებს სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს. მოშლის ბალანსს ხელისუფლების განშტოებებს შორის, რაც განსაკუთრებით სახიფათოა უსაფრთხოების სექტორთან მიმართებაში და პრაქტიკულად უმოქმედოს გახდის უსაფრთხოების ეროვნულ სისტემას, ფიქტიური მთავარ სარდალით,“ - განაცხადა უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს თქმით, ძველ კონსტიტუციაში არსებული შეუსაბამობა ხელს უშლიდა უსაფრთხოების ინსტიტუტებს თავდაცვისთვის სათანადოდ მომზადებაში.

“კონსტიტუციაში განსაზღვრული უნდა იყოს ინსტიტუციური სტრუქტურები, რომლებიც დემოკრატიის პრინციპებს აძლიერებენ, ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის, მისი ნატოში ინტეგრაციისა და მოსალოდნელი წევრობისთვის. ძველ კონსტიტუციაში არსებული შეუსაბამობა ხელს უშლიდა უსაფრთხოების ინსტიტუტებს თავდაცვისთვის სათანადოდ მომზადებაში. ამიტომ, მივესალმებით ამ დისკუსიას, ის ხელს შეუწყობს ამ შეუსაბამობის მოგვარებას.

"კონსტიტუცია გაუწევს მკაფიო ხელმძღვანელობას თუ როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ თავი და როგორ მოემზადოს თავდაცვისთვის. ამის მოდელი ნატოს არ აქვს. ყველა ქვეყანამ თავად უნდა შექმნას საკუთარი ისტორიის, კულტურისა და საზოგადოების კომპრომისის საფუძველზე. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მმართველობის რომელიმე ტიპს - იქნება ეს საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო. მნიშვნელოვანია ის, რომ კონსტიტუციაში სიცხადე იყოს” - აღნიშნა ლაჰიუმ.

დღის ამბები