07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ფილიპინებში მომხდარი თავდასხმა - ძალოვანები ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ

მანილას სასტუმროში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ფილიპინების დედაქალაქის ერთერთ პრესტიჟულ სასტუმროში თავდასხმა გამთენიისას მოხდა. სასტუმროს მესამე სართულზე მდებარე კაზინოში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც სათამაშო მაგიდებს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა სწორედ ხანძრის შედეგად დაიღუპა. თავდამსხმელი შენობაში გარდაცვლილი იპოვეს, პოლიციის ცნობით, მან თავი მოიკლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა ძალოვანები ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ დამნაშავეს კაზინოდან ფულისა და სათამაშო ჟეტონების გატაცება სურდა.

დღის ამბები