07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გავიდა

შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გავიდა. გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე გაახმოვანა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი კლიმატის შესახებ ახალი შეთანხმების შედგენაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს და ეს დოკუმენტი შეერთებული შტატებისთვის უფრო სამართლიანი და ხელსაყრელი იქნება.

მისი თქმით, პარიზის შეთანხმება ამერიკას ე.წ. "დრაკონულ ვალდებულებებს" აკისრებს და 2025 წლისთვის 2 მილიონ 700 ათას სამუშაო ადგილის გაუქმებით ემუქრება, იმ დროს, როდესაც სხვა ხელმომწერი ქვეყნები ამერიკის ხარჯზე პრივილეგიებს იღებენ.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საპროტესტო აქციები შეერთებულ შტატებში.

გარემოს დამცველები დემონსტრაციების გამართვას მსოფლიოს დიდ ქალაქებში გეგმავენ. ევროპასა და აზიის ქვეყნებში კი, ტრამპის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდეს.

დღის ამბები