07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ძლიერი აფეთქება მოხდა ირანის ქალაქ შირაზში

ძლიერი აფეთქება მოხდა ირანის ქალაქ შირაზში. ინცინდენტი გვიან ღამით, ქალაქის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში მოხდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვცრელდება. აფეთქების შედეგად დაშავდა 40-მდე ადამიანი.

მაშველების განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე სახლებიც დაზიანდა, სავაჭრო ცენტსის შენობა კი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შემდეგაც მას ცეცხლი მოედო.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება ტერაქტის ვერსიასაც განიხილავს, თუმცა აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ძალოვანები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვაც იყოს.

დღის ამბები