07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ტერაქტის საფრთხე და ევაკუაცია გერმანიის როკ-ფესტივალზე

განგაში  გუშინ ღამით გერმანიის ქალაქ ნიურბურგში გამოცხადდა, სადაც ღია ცის ქვეშ როკ-კონცერტი მიმდინარეობდა, რომელსაც 90 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. სამართალდამცველებმა კონცერტი შეაჩერეს და მსმენელებს ტერიტორია დაატოვებინეს.

ადგილობრივი მედიის ინფრომაციით, ძალოვანებმა ორი პირი დააკავეს. ისინი ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები არიან, რომელიც როკ-ფესტივალის ორგანიზატორებმა დაიქირავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი ნივთი შეიტანეს და შესაძლოა თავდასხმის მოწყობას აპირებდნენ.

მედიასაშუალებები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა წერენ, რომ ერთ-ერთი მათგანი რადიკალ ისლამისტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

დღის ამბები