07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას დამატებითი სანქციები დაუწესა

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას დამატებითი სანქციები დაუწესა. შესაბამისი რეზოლუციას საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტის თანახმად, შავ სიაში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების 14 წარმომადგენელი და 4 იურიდიული პირი მოხვდა. მათი აქტივები უვადოდ გაიყინება.

რეზოლუციის პროექტი, რომელიც ფხენიანს ბირთვული პროგრამის შეჩერებისკენ მოუწოდებს, გაეროს უშიშროების საბჭოში შეერთებულმა შტატებმა წარადგინა.

ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეას სანქციები ცალხრივადაც გაუფართოვა. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქციების სიაში, ჩრდილოეთ კორეელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ერთად, რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეც მოხვდა. საუბარია სამ რუსულ ნავთობ-კომპანიაზე და მსხვილი კორპორაციის წარმომადგენელზე.

მოსკოვმა ამ ნაბიჯისთვის ვაშინგტონს ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.

დღის ამბები