07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
პუტინი აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიბერთავდასხმებს ამერიკელ ჰაკერებს აბრალებს
ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს, რომ შეერთებული შტატების წინასაარჩევნო კაპმანიის დროს კიბერთავდასხმები ამერიკელმა ჰაკერებმა მოაწყვეს.
 
განცხადებები ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტმა NBC-თვის მიცემულ ინტერვიუში და პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
 
მისი თქმით, ჰაკერები არსებობენ რუსეთშიც, აზიაშიც, სამხრეთ ამერიკაშიც და მათ შორის შეერთებულ შტატებშიც, რომლებსაც პოლიტიკური ბრძოლის პროცესში შესაძლოა, დასჭირდათ რუსეთის დადანაშაულება და პროფესიული უნარების გამოყენებით რუსული კვალი დატოვეს.
 
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ვლადიმირ პუტინმა არ გამორიცხა, რომ კიბერთავდასხმა შესაძლოა, რუს ჰაკერებს მოეწყოთ, რომლებიც პატრიოტული განწობით მოქმედებდნენ.
დღის ამბები