07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ირლანდიას პირველი გეი პრემიერი ეყოლება - 38 წლის ლეო ვარადკარმა თანაპარტიელების 60%-ის მხარდაჭერა მოიპოვა

ირლანდიას პირველი გეი პრემიერი ეყოლება. ლეო ვარადკარი ქვეყნის უმსხვილესი პარტიის ლიდერად აირჩიეს და ცოტა ხანში ის მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელებს.

38 წლის პოლიტიკოსმა ყრილობაზე თანაპარტიელების 60%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ლეო ვარადკარმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად 2015 წელს განაცხადა, როდესაც ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ რეფერენდუმი გიმართა.

ის ირლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და პირველი პრემიერი იქნება, რომელსაც ინდური წარმოშობა აქვს. 

დღის ამბები