07 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
კოსმონავტებმა კოსმოსურ სადგურზე მისია დაასრულეს - დაშვების პროცესს მაკრონი ადევნებდა თვალს

ფრანგმა და რუსმა კოსმონავტებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისია დაასრულეს და დედამიწაზე დაბრუნდნენ. ოლეგ ნოვიცკიმ და ტომ პესკემ კოსმოსურ სადგურზე 197 დღე გაატარეს. ისინი დედამიწაზე სოუზის ხომალდით დაბრუნდნენ, რომელიც ყაზახეთში დაეშვა.

დაშვების პროცესს ემანუელ მაკრონი პირადად ადევნებდა თვალს. საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზის ფრენების მართვის ცენტრში ყველასთვის მიულოდნელად მივიდა.

დაშვების შემდეგ მაკრონი რადიოტელეფონით ესაუბრა ფრანგ კოსმონავტს. ემანუელ მაკრონმა პესკეს ხუმრობით აცნობა, რომ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტია და კოსმონავტს მისიის წარმატებით შესრულება მიულოცა.

დღის ამბები