07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ძლიერი შტორმი მექსიკაში - უამინდობას მცირეწლოვანი ბავშვი და მამაკაცი ემსხვერპლნენ

მექსიკაში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა.  ოაქსაკას რეგიონს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. გადაუღებელი წვიმის გამო დაიტბორა დასახლებები, ზოგიერთ რაიონში კი მეწყერიც ჩამოწვა.

მაშველების განცხადებით, უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მცირეწლოვანი ბავშვი და შუა ხნის მამაკაცი სახლის დამეწყვრის შედეგად დაიღუპნენ.

ქარიშხალი ბეატრისი წყნარ ოკეანეში წარმოიქმნა, ქარის სიჩქარე ეპიცენტრში საათში 75 კილომეტრს აღწევდა.

ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია, დაზიანდა ხიდებიც. შტორმის გამო რეგიონში დროებით შეწყდა საზღვაო და ავიამიმოსვლა. დაზარალებულ რეგიონში სამაშველო აღდგენითი ოპერაცია მიმდინარეობს. მოსახლეობის დასახმარებლად ეროვნული გვარდიაც გაიგზავნა.

დღის ამბები