07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
დისნეი ლენდის გრანდიოზული აუქციონი - გასაყიდად დისნეი ლენდის პირველი რუკაც გამოიტანეს

ლოს ანჯელესი დისნეი ლენდის გრანდიოზული აუქციონისთვის ემზადება. ჯადოსნური სამყაროს ადმინისტრაციამ გასაყიდად 1000-მდე ლოტი გამოიტანა. ყველაზე ძვირადღირებული და თვალსაჩინო ლოტი კი დისნეი ლენდის პირველი რუკაა.

საუბარია თემატური პარკის გეგმაზე, რომელიც 1953 წელს უოლდ დისნეიმ და მეგობარ მხატვართან ერთად დახატა და ინვესტორებს პროექტის დასაფინანსებლად წარუდგინა. ვარაუდობენ, რომ დისნეი ლენდის პირველ რუკას აუქციონზე 900 ათას დოლარად გაყიდიან.

ე.წ. დისნეი ლენდის არტეფაქტებს შორის აუქციონზე უძველესი ატრაქციონების ფრაგმენტები, მანქანები და ასევე პირველი გზამკვლევი გაიყიდება, რომელიც 1955 წლით თარიღდება და თავად უოლტ დისნეის ხელმოწერა აქვს.

აუქციონი ვენ იტონის გალერეაში 24 ივნისამდე გაგრძელდება.

დღის ამბები