07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
მალტაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მალტაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 65-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 209 კანდიდატი იბრძვის. მთავარი კონკურენტები მოქმედი პრემიერის ლეიბორისტული პარტია და ნაციონალისტური პარტია არიან, რომელსაც საიმონ საბატილი ხელმძღვანელობს.

სწორედ ოპოზიციის ბრალდებების გამო, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ერთი თვის წინ რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა პრემიერი ჯოზეფ მუსკატი კორუფციაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. საქმე ოფშორულ სკანდალს ეხება, რომელშიც, ოპოზიციის მტკიცებით, პრემიერის მეუღლე და ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი არიან ჩართულები. პრემიერმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო და ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან ერთად ოპონენტს ცილის წამებისთვის სასამართლოში უჩივლა.

დღის ამბები