07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ნიუ-იორკში, ლონდონის ტერაქტის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს 

ლონდონის ტერაქტის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ნიუ-იორკშიც. პოლიციის დამატებითი დანაყოფების მობილიზების შესახებ განკარგულება მეგაპოლისის მერმა გასცა. ყველა ცენტრალურ რაიონში და ტურისტებისთვის პოპულარულ უბნებში კონტრ-ტერორისტული ჯგუფება განალაგეს, მათ შორის Times Square-ც. ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში კი ცხენოსანი პოლიცია პატრულირებს.

სამართალდამცველები მოსახლეობას და ტურისტებს ნებისმიერი საეჭვო ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

დღის ამბები