07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველთან მოლაპარაკებებს უარყოფს

ვლადიმერ პუტინმა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველთან რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოება უარყო.

მაიკლ ფლინი შეერთებული შტატების სენატის სადაზვერვო კომიტეტის ყურადღების ცენტრში ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამოძიებისას მოექცა.

ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2015 წელს გამართულ შეხვედრაზე მას ფლინთან თითქმის არ უსაუბრია.

ვლადიმერ პუტინმა შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდებას "აბსურდული" უწოდა.

დღის ამბები