07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
ლონდონის პოლიცია ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეთა ფოტოებს ავრცელებს

ლონდონის პოლიცია ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეთა ფოტოებს ავრცელებს. ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით პაკისტანელი, 27 წლის ხურამ ბუტია, მეორე თავდამსხმელი კი 30 წლის რაშიდ რედუანია, რომლის წარმომავლობას გამოძიება სწავლობს. სამართალდამცველები მესამე თავდასმხმელის ვინაობას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროვებენ.

ამ დროისთვის ტერაქტში ეჭვმიტანილი 12-ვე დაკავებული გათავისუფლებულია. სამართალდამცველებმა ავტომანქანაში, რომლითაც 3 ტერორისტი ლონდონის ხიდზე ხალხის ჯგუფს დაეჯახა, რამდენიმე ათეული ეგრედ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი იპოვეს. გამოძიების პარალელურად ლონდონის მერიასთან სამგლივიარო ცერემონია გაიმართა. შეკრებილებმა ტერაქტში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

დღის ამბები