07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ნატო-ში ოფიციალურად გაწევრიანებულ მონეტენეგროს რუსეთი საპასუხო ზომებით ემუქრება

ოფიციალური მოსკოვი მონტენეგროს მტრული განწყობის გამო საპასუხო ზომებით ემუქრება. ამ შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ მონტენეგროს ნატო-ში ოფიციალურად გაწევრიანების ფონზე გააკეთა. რუსული მხარე მონტენეგროში არსებულ ანტირუსულ ისტერიას გმობს და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ოფიციალურ პოდგორიცას ეკისრება. მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი გუშინ ოფიციალურად გახდა. საზეიმო ცერემონია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა. 

დღის ამბები