07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
ლიტვასა და რუსეთს შორის საზღვარზე მეტალის ღობის მშენებლობა დაიწყო

ლიტვასა და რუსეთს შორის საზღვარზე მეტალის ღობის მშენებლობა დაიწყო.

45 კილომეტრის სიგრძის კონსტრუქციის აგების გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის მიერ კალინინგრადში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო მიიღო.

ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ღობე ვერ დაიცავს ქვეყანას სრულმასშტაბიანი აგრესიისგან და მისი ძირითადი დანიშნულება პროვოკაციების თავიდან არიდებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო წვრთნებში, რომელიც რეგიონში სექტემბერში გაიმართება, 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება. 

დღის ამბები