07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
ავსტრალიაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ავსტრალიაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელი ISIS-ის მებრძოლი იყო.

ტერაქტს მელბურნში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიარაღებულმა მამაკაცმა, ქალაქის ცენტრალურ უბანში მძევალი აიყვანა.

სამართალდამცველებმა შენობას ალყა შემოარტყეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა მათ ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა.

თავად თავდამსხმელი სამართალდამცველებმა გაქცევის მცდელობისას მოკლეს.

დღის ამბები