07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ამერიკელმა ძალოვანებმა საიდუმლო ინფორმაციის მიტაცებისა და გავრცელებისთვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

ამერიკელმა ძალოვანებმა რუსეთის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მიტაცებისა და გავრცელებისთვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

25 წლის ლი ვინერი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ დაქირავებული კომპანიაში მუშაობდა.

გამოძიების ვერსიით მან საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხებოდა, უწყებიდან ფარულად გაიტანა და ჟურნალისტებს გადასცა.

გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენაზე მუშაობა სპეცსამსახურმა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ჩარევაზე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომზადებული მოხსენება, ინტერნეტ პორტალმა გამოაქვეყნა.

ლი ვინერი ძალოვანებმა 3 ივნისს დააპატიმრეს. მას ბრალი რამდენიმე პუნქტით წარედგინა.

დღის ამბები