07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
რუსეთი თავისი წინააღმდეგობით ვერ შეაჩერებს ალიანსში გაწევრიანების პროცესს - ჯეიმს აპატურაი

ნატოს შტაბბინაში ხვალინდელი საზეიმო ცერემონიისთვის ემზადებიან. ალიანსის ძველ და ახალ შენობებში ნატოს 29-ე წვერის მონტენეგროს სახელმწიფო დროშას აღმართავენ.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, რუსთავი2-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალი წევრის მიღება საქართველოსთვის ნატოს მხრიდან ძლიერი გზავნილია და რუსეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს ვერ შეაჩერებს.

 „ჩვენთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ხვალ გაიმართება მონტენეგროს დროშის აღმართვის ცერემონია. ახლა ვიმყოფებოდი კომიტეტის შეხვედრაზე და მონტენეგრომ უკვე დაიკავა კუთვნილი ადგილი ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებს შორის. ეს არის ძლიერი გზავნილი, რომ ნატოს კარი ღიაა, რომ რეფორმებს ყოველთვის მოაქვს შედეგი და რუსეთი თავისი წინააღმდეგობით ვერ შეაჩერებს ალიანსში გაწევრიანების პროცესს. რუსეთს არ სურდა, რომ მონტენეგრო ალიანსში გაწევრიანებულიყო, ბევრჯერ სცადა ხელი შეეშალა, მაგრამ მონტენეგრო მიზანდასახული იყო და კარიც შემოაღო,“ - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ.

ხვალინდელ ცერემონიას ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და მონტენეგროს პრემიერმინისტრი მარკოვიჩი დაესწრებიან.

მონტენეგრო ალიანსს ოფიციალურად გუშინ შეუერთდა. ცერემონია ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები