07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ყატარისთვის საჰაერო სივრცე დახურეს

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნები ყატარისთვის საჰაერო სივრცე დახურეს. ყატარის ავიაცია უკვე არ გაატარა ეგვიპტემ, ანალოგიური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს, რომლებმაც საზღვარიც ჩაკეტეს და ყატარის მოქალაქეებს ქვეყნების დასატოვებლად 2-კვირიანი ვადა მისცეს.

ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა სპარსეთის ყურეს 8 ქვეყანამ ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით შეწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული სამეფო ოჯახის წევრების გამოსასყიდად ყატარმა ალ-ქაიდას წევრებს მილიარდი დოლარი გადაუხადა.

ყატარის ხელისუფლება სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მოსახლეობა კი ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები