07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს

ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ოპერაცია ბარკინგის რაიონში ჩატარდა. გავრცელებული ცნობით, დაკავებული 27 წლის მამაკაცია.

პარალელურად, ამავე რაიონში გამოძიების ფარგლებში რეიდები მიმდინარეობს. პოლიციამ დღეს მესამე ტერორისტის ვინაობაც დაასახელა.

ბრიტანეთის სპეცსამსახურისთვის სამიდან მხოლოდ ერთი თავდამსხმელი იყო ცნობილი. დანარჩენების შესახებ კი დაზვერვას ინფორმაცია არ ჰქონდა.

ტერორისტებმა შაბათს ღამით ლონდონის ცენტრში 7 ადამიანი მოკლეს.

დღეს დაღუპულთა ხსოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

დღის ამბები