07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ირანის მეჯლისში 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა - არის მსხვერპლი და რამდენიმე დაშავებული

მასშტაბური თავდასხმა თეირანში. ირანის მეჯლისში 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა და დაცვას ცეცხლი გაუხსნა. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავდა 8 ადამიანი. დაცვის ერთი თანამშრომელი კი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

მეჯლისის შენობაში სამართალდამცველებს ერთ-ერთი თავდამსხმელი ალყაში ჰყავთ მოქცეული. დეპუტატები აცხადებენ, რომ ვითარება პარლამენტში კონტროლს ექვემდებარება.

პარალელურად თავდასხმა განხორციელდა იმამ ხომეინის მავზოლეუმზეც, სადაც ასევე სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და იქ მყოფთ ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ირანული მედიის ცნობით ორი თავდამსხმელი დააკავეს. მესამემ კი თავი აიფეთქა.

თეირანის ცენტრი ამ დროისთვის მთლიანად გადაკეტილია. 

დღის ამბები